Big Idea Challenge 2020

 

27 აპრილი 2020 - 18:00 საათი

👨‍🎓 თუ ხარ საქართველოს ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის სტუდენტი

💡 გაქვს ბიზნეს იდეა, რომელიც ეხება:
1. ციფრულ ტექნოლოგიებს
2. სოციალურ გავლენას ან
3. შემოქმედებით მეწარმეობას და გსურს მისი განვითარება

🤔 გაქვს ბიზნეს იდეა, რომელიც ფიქრობ, რომ იმუშავებს COVID-19-ის მიერ შექმნილი გამოწვევების პირობებში?

👥 გყავს შენი გუნდი (გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობაა 3)
🧐 და გსურს ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონკურსში - Big Idea Challenge-ში მონაწილეობა

🤩 სწორედ შენთვის, შემოქმედებითი საქართველო რეკონცეფციის პროექტის ფარგლებში, აცხადებს შემოქმედებითი ბიზნეს იდეების კონკურსს. კონკურსისთვის შერჩეული გუნდები გადამზადდებიან და თავიანთ იდეებს წარადგენენ Big Idea Challenge-ზე.

🧑‍🏫 გამოცდილი საერთაშორისო და ადგილობრივი მენტორები დაგეხმარებიან შენი ბიზნეს იდეის განვითარებაში და შეგასწავლიან ბიზნეს იდეის წარდგენის, ე.წ. პიჩინგის ხელოვნებას, რათა შენი იდეა კარგად იყოს მომზადებული Big Idea Challenge-ში წარმატებული მონაწილეობისთვის.
💻 გაცნობებთ, რომ სესიები გაიმართება დისტანციურად.

📝 მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება: bit.ly/3cpOnfj

📅 რეგისტრაციის ვადაა: 18 - 28 აპრილის ჩათვლით


📌 Big Idea Challenge არის ბიზნეს იდეების საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც პირველ ეტაპზე ვლინდება პროექტის მონაწილე თითოეული ქვეყნიდან სამი გამარჯვებული, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით (ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა, შემოქმედებითი მეწარმეობა), შემდგომ კი, ქვეყნის ჩემპიონი გუნდი, რომელსაც ბიზნეს მენტორინგისა და ფულადი პრიზების გარდა, შესაძლებლობა ექნება გაიაროს Start-up Sprint programme.

🏆 საერთაშორისო კონკურს Big Idea Challenge-ში საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გუნდი მიიღებს მონაწილეობას და დაუპირისპირდება სხვა ქვეყნებიდან წარდგენილ სტარტაპებს.
გამარჯვებული გუნდი მიიღებს 3 000 ფუნტს და პრე-აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

⭐️ ამასთავანავე, შემოქმედებითი საქართველო, დამატებით, აარჩევს საუკეთესო გუნდს და გადასცემს მას პრიზს.

🔷 პროექტი "რეკონცეფცია" ხორციელდება სსიპ შემოქმედებითი საქართველოსა და ისტ ანგლიის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) მიერ, ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის, შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისათვის ფინანსური მხარდაჭერით.

🔗 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - https://creativespark-bigidea.uk

✅ კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: tiki@creativegeorgia.ge

#mycreativespark #creativeidea #startup #competition #bigideachallenge #britishcouncil #creativegeorgia 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების Facebook Event