აღნიშნეთ აღდგომა სახლში!

_ აღნიშნეთ აღდგომა სახლში! 

18 აპრილიდან 21 აპრილამდე

სამეფო უბნის თეატრი გთავაზობთ შეუზღუდავ წვდომას ყველა სპექტაკლზე, რომელიც ჩვენს არხზე განთავსდა!

_ ვიზრუნოთ ერთმანეთზე!

_ #დარჩითსახლში - სამეფო უბნის თეატრი მოდის თქვენთან!

_ სამეფო უბნის თეატრი უღრმეს მადლობას უხდის თითოეული სპექტაკლის ავტორს: დრამატურგებს, რეჟისორებს, მხატვარებს, მსახიობებს, კომპოზიტორებსა და ტექნიკური ჯგუფის ყველა წევრს, ვინც ნება დაგვრთო, რომ მათ ნამუშევრები გაგვეზიარებინა თქვენთვის!!! _ ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და ერთი სული გვაქვს, როდის შევხვდებით კვლავ ჩვენი თეატრის სივრცეში, რათა ახალი ენერგიითა და ახალი იდეებით ვისაუბრებთ ჩვენს მაყურებელთან ჩვენი დროის მნიშვნელოვან თემებზე! _ მაგრამ, მანამდე ყველა ვრჩებით სახლში!!! 🙂

_ სამეფო უბნის თეატრი აგრძელებს მუშაობას თქვენთვის და სულ მალე ახალი ონლაინ პროექტებით დაგიბრუნდებათ! მადლობა ყველას ჩვენთან ერთად გატარებული საღამოებისთვის!

_ სპექტაკლები ნახეთ სამეფო უბნის თეატრის არხზე: www.youtube.com/RoyalDistrictTheatre

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სამეფო უბნის თეატრის Facebook გვერდი