დისტანციური ჩვენება „იავნანამ რა ჰქმნა?!“

29 აპრილი 2020 - 20:00 საათი

ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში კიდევ ერთი წარმატებული პრემიერა შედგა. რეჟისორ კანდიდ გურგენიძის სპექტაკლი `იავნანამ რა ჰქმნა?!~ გულთბილად მიიღო მაყურებელმა. პიესა შექმნილია დრამატურგ გურამ ბათიაშვილის მიერ ამავე სახელწოდების იაკობ გოგებაშვილის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით.სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია მწერალი იაკობ გოგებაშვილი, რომელიც მთელი სპექტაკლის მანძილზე სცენაზე რჩება. მსახიობი თემურ კვირკველია საოცრად კარგად მოერგო უკვე ხანდაზმული იაკობის სახეს, რომელიც, თითქოსდა პასიური როლის მიუხედავად მუდამ აქტიურია, გამოხატავს თავის ტკივილს საქართველოს, ერთი მშვენიერი ქართული ოჯახის ისტორიის გამო.პირველივე წუთებში არენაზე გამოდის ბოროტება ლეკების სახით. ისინი სწორედ იმ ადგილს იკავებენ, სადაც რამდენიმე წამის წინ ანგელოზები _ პატარები -ანასტასია მგელაძე, თამარ გურგენიძე და ანა-მარია ქვეითაია, იდგნენ.

მსახიობები გიორგი დოლიძე და ლევან საღინაძე დიდი ოსტატობით გვიხატავენ მაჯლაჯუნებად ქცეული, ოქროზე გაყიდული, უბადრუკი ადამიანების მანკიერებებს. ეს ორი პერსონაჟი ყოველთვის რჩება მაყურებლის ყურადღების არეალში, რაც მსახიობების დამსახურებაა.თავადი ზურაბ ქართველაძე, მაგდა, ქეთო (მსახიობები _ ირაკლი ვადაჭკორია, ბელა კიკვაძე, 6 წლის ანი მალახოვა, ნინია ჯიჯიეშვილი) უშუალოდ, გრძნობით გადმოგვცემენ თავიანთ სიხარულსა და ვარამს, ბრძოლას, დამარცხებასა და გამარჯვებას...…ირაკლი ვადაჭკორიასა და ბელა კიკვაძის გმირები მაყურებლისათვის თვალსაჩინოს ხდიან თავიანთ სულიერ სამყაროს.

ბერიკები _ მსახიობების გენადი ნიკოლაიშვილის, თეა კეჭაყმაძის, ვახტანგ ჩხარტიშვილის, ქეთი ცეცხლაძის, მარი ხანთაძისა და თეატრის სტუდიელების შესრულებით სანახაობით, სილაღით სავსე სცენებს გვთავაზობენ.ნაიბის ოჯახი _ მსახიობები ალექსანდრე ლომიძე და მისი მეუღლე, შორენა გვეტაძე მართალი სიტყვით გვაზიარებენ თავიანთ განცდებს და დაუვიწყარ ემოციებს იწვევენ

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების Facebook Event