ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი

20 აპრილი 2020 – 20:00 საათზე

გთავაზობთ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ საქართველოს შესახებ გადაღებული ფილმის დისტანციურ ვიდეოჩვენებას, რომელიც 2019 წელს მესამედ გაიმართა
_____________________
❖ ფესტივალის ფარგლებში ქართული (აჭარა, გურია, რაჭა, კახეთი, სვანეთი, ლეჩხუმი) და უცხოური (საფრანგეთი/კორსიკა, იტალია/სარდინია, ლატვია, პოლონეთი) ანსამბლების ერთობლივი კონცერტები შეკვეთილში ,,ბლექ სი არენასა“ და რაჭაში - ონსა და ამბროლაურში გაიმართა
❖ რაჭაში მოეწყო საფესტივალო მსვლელობები; გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა გამოფენა-გაყიდვა; ამბროლურში ჩატარდა აგროფესტივალი; სოფელ გოგოლათში რაჭული სიმღერის მასტერკლასი; ონში სამეცნიერო კონფერენცია ქართველი და უცხოელი ეთნომუსიკოლოგების მონაწილეობით
❖ ფესტივალში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლები რაჭის სხვადასხვა სოფლიდან, ონისა და ამბროლაურის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები
❖ ფესტივალში ასევე წარმოდგენილი იყო უსინათლოთა ანსამბლები: ,,ლირა" და ,,კრწანისი"

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი • საქართველო ხელს უწყობს კულტურათა დაახლოებას, ტრადიციების გაცნობასა და ურთიერთპატივისცემას.

#ფოლკლორი #ფესტივალი #საქართველო #ფოლკლორიშენთვის

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების Facebook Event