გიორგი გრიგოლია: საქართველოს მთავრობის მიერ ორი კვირის წინ გადადგმულ ნაბიჯებს დღეს ზესახელმწიფოები იმეორებენ

საქართველოს მთავრობის მიერ ორი კვირის, 10 დღის წინ გადადგმულ ნაბიჯებს დღეს ზესახელმწიფოები იმეორებენ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჩართვისას მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მიუნხენის ერთ-ერთი კლინიკის უფროსმა ქირურგმა, პროფესორმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

თუმცა, მისი თქმით, ეს ტკბობისა და განცხრომის საფუძველი არ უნდა გახდეს. ქართველი პროფესორის განმარტებით, საქართველო ჯერ მხოლოდ პანდემიის დასაწყისში იმყოფება, ამიტომ ბრძოლა ახლა იწყება.

„საქართველოს მთავრობის მიერ ორი კვირის, 10 დღის წინ გადადგმულ ნაბიჯებს დღეს ზესახელმწიფოები იმეორებენ. ეს ტკბობისა და განცხრომის მიზანი არ უნდა იყოს და არ უნდა იყოს ის, რომ რა კარგები ვართ! არა, პირიქით, ახლა იწყება ბრძოლა. ეს არის მთელი პრობლემა. ჩვენ ვართ პანდემიის დაასწყისში“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

წყარო: imedinews.ge