გორში სადეზინფექციო სამუშაოები განახლდა

გორში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები განახლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს სადეზინფექციო სამუშაოებს გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ადგილზე გაეცნო.

მათივე ცნობით, სპეციალური ხსნარებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ატრაქციონები, ტრენაჟორები, სკამები, სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები, მიწისქვეშა გადასასვლელები და მოსაცდელები მუშავდება.

„სამუშაოების განახლება კოვიდინვიცირებულთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტში 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მათი უმრავლესობა ხალხმრავალ სოციალურ ღონისძიებებს უკავშირდება.მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. გისურვებთ ჯანმრთელობას!“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

1tv.ge