ხატვის გაკვეთილი ზალიკოსთან

 

29 აპრილი 2020 - 16:00 საათი


💥 წრიპა ბიჭის პატარა მკითხველისთვის სასიამოვნო სიურპრიზი გვაქვს!

🎨 29 აპრილს, 16:00 სთ-ზე ყველასთვის საყვარელი ზალიკო სულაკაური თქვენს პატარებს დაეხმარება ხატვაშიც გაიწაფონ და ამასთანავე, დღეც გაიხალისონ.

✍ 7-12 წლის ბავშვებსა და ნებისმიერ მსურველს გიწვევთ ხატვის ონლაინ გაკვეთილზე! იმისთვის რომ ზალიკოსთან ერთად წრიპა ბიჭის სამყარო გააცოცხლოთ მხოლოდ შავი ფანქარი, სათლელი, საშლელი და სახატავი ფურცელი დაგჭირდებათ.

🎁 მეტი მოტივაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ 7-9 და 10-12 წლის კატეგორიაში გამარჯვებულებსაც გამოვავლენთ და დავაჯილდოვებთ კიდეც!

⚡ შემოგვიერთდით 29 აპრილს 16:00 საათზე და გაიხალისეთ დღე ზალიკოსთან და წრიპა ბიჭთან ერთად

📖 თუ ჯერ კიდევ არ დამეგობრებიხარ წრიპა ბიჭს, მთელი სიამოვნება წინ გქონია. წიგნის ყველა ნაწილის ნახვა და შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე: https://bit.ly/2S9QQ67

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების Facebook Event