მარინა კალიურანდი - მსურს საქართველოს ხელისუფლებას მივულოცო კოვიდ 19-ის კრიზისთან სამაგალითოდ გამკლავება

ქართველი ხალხი ჩვენს სოლიდარობას იმსახურებს. მსურს, დავადასტურო სრული და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

„მევესალმები საარჩევნო რეფორმას, რომელიც ოდირი-ს რეკომენდაციის დაცვით იქნა მიღებულია და იმედი მაქვს ის საქართველოს პოლიტიკური და მედია ლანშაფტის პოლარიზებას შეუწყობს ხელს. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათ შორის და განსაკუთრებით ოპოზიციურ პარტიებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ ობიქტური, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება ოქტომბერში. ეს არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის.

ბოლოს, მსურს საქართველოს ხელისუფლებას მივულოცო კოვიდ 19-ის კრიზისთან სამაგალითოდ გამკლავება,“- განაცხადა მარინა კალიურანდმა.

 

1tv.ge