მიჟე ნარი • კონცერტი

მიჟე ნარი - სამი თაობის ანსამბლი🎶

16 აპრილი 2020 – 20:00 საათზე

გთავაზობთ კონცერტს სვანური ტრადიციული მუსიკის საღამოს შესახებ, რომელიც 2016 წელს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაიწერა
__________________________


ჩანაწერი ეძღვნება ანსამბლის 20 და მისი ხელმძღვანელის - ჯუმბერ მუკბანიანის 85 წლის იუბილეს

ჩოლურის თემის სოფელ ჭველფის უხუცესებს ჯუმბერ
მუკბანიანისათვის უთხოვიათ შეექმნა ანსამბლი, რომელიც სვანურ სასიმღერო ტრადიციას შეინარჩუნებდა და აღადგენდა. ასეც მოხდა, 1996 წელს სვანეთში, ლენტეხში, ჩოლურის თემის 13-მდე სოფლის უხუცესების, ახალგაზრდობის ჩართულობითა და ჯუმბერ მუკბანიანის ხელმძღვანელობით ანსამბლი სახელწოდებით ,,მიჟე ნარი“ - სვანურად მზის შუქი, მზის ნათელი დაარსდა
❖ განსაკუთრებულია ,,მიჟე ნარის“ შემადგენლობა - დღეს ანსამბლი ჩოლურის თემის სხვადასხვა სოფლის 16 წარმომადგენლისაგან შედგება - უხუცესი 90 წლის ჯუმბერ მუკბანიანია, ყველაზე პატარა წევრი კი მისი შვილიშვილი - ანსამბლში სამი თაობა მღერის
❖ ანსამბლმა შემოინახა, აღადგინა და გადაარჩინა იშვიათი სვანური სასიმღერო ნიმუშები და ვარიანტები - ბეთქილი, მეჩი ყარა, მარმალ მიქელოდია, დავხედარი, სტუმარ-მასპინძლური (ოი ხიადულარ), ზარი (ჩოლურული ) ვარიანტი და სხვა.


_____________________


ფოლკლორის ცენტრი ყოველკვირეულად გამორჩეულ საკონცერტო და საექსპედიციო ჩანაწერებს, ფილმებს, პროექტებს დისტანციურად წარმოგიდგენთ
___________________


შემდეგი აქტივობა - 20 აპრილი, ტრადიციულად 8 საათი
❖ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი • საქართველო
ფილმი, 2019 წელი

ფილმში ნახავთ ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივ კონცერტებს - შეკვეთილში - ,,ბლექ სი არენაზე", რაჭაში - ონსა და ამბროლაურში


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების Facebook Event