სულხან ნასიძე 90

www.youtube.com/c/georgiansinfonietta

30 აპრილი 2020 - 19:00 საათი

30 აპრილს, 19:00 საათზე, "საქართველოს სინფონიეტას" YouTube არხზე წარმოდგენილი იქნება 2017 წელს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართული, სულხან ნასიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტის სრული ჩანაწერი.

მონაწილეობენ:
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - "საქართველოს სინფონიეტა"
ლიზა ბათიაშვილი (ვიოლინო)
ფრანსუა ლელუ (ჰობოი)
მაქსიმილიან ჰორნუნგი (ჩელო)
თამაზ ბათიაშვილი (ვიოლინო)
ნოდარ ჟვანია (ალტი)
ოთარ ჩუბინიშვილი (ჩელო)

პროგრამა:
I
კამერული სიმფონია (1969)
კონცერტი ჰობოისა და კამერული ორკესტრისათვის (1984)

II
სიმებიანი კვარტეტი N 3, "ეპიტაფია" (1980)
კონცერტი ვიოლინოს, ჩელოსა და კამერული ორკესტრისათვის (1982)

კონცერტი გადაღებულია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხის მიერ.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების Facebook Event