თამარ გაბუნია: შეკავების ღონისძიებებს არ გამოვიყენებთ, თუკი საქმე უკონტროლო ზრდასთან არ გვექნება

შეკავების ღონისძიებებს არ გამოვიყენებთ, თუკი საქმე უკონტროლო ზრდასთან არ გვექნება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„საგანგებო მდგომარეობა იყო ვირუსის შეკავების ფაზაში, დღეს ვართ ვირუსის აქტიური მართვის ფაზაში. გაურკვევლობის ხარისხი, რომელიც იყო თებერვალში, აღარ არის. გვაქვს ჯანდაცვის სისტემის მზაობა, ეს ითვალისწინებს მატერიალურ ტექნიკურ ბაზას და მედიკოსების ტრენინგებს. პირადი დაცვის საშუალებებზე იყო გამოწვევები, ეს ახლა მოხსნილია. ამდენად, შეკავების ღონისძიებების გამოყენება, თუკი უკონტროლო ზრდასთან არ გვექნება საქმე, საჭირო არ იქნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

1tv.ge