წიგნისა და საავტორო უფლებების დღე ონლაინ

💻📕 წიგნისა და საავტორო უფლებების დღე ონლაინ

23 აპრილი 2020 - 11:00 საათი

💻📗 GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია -ის ინიციატივით, 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე წელს პირველად აღინიშნება საქართველოში ონლაინ, და ყველა ღონისძიება მთლიანად გადაინაცვლებს ონლაინ სივრცეში.

💻📙 აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ, რამაც გააჩინა აუცილებელი საჭიროება, ჩვენი საქმიანობა სრულად მოვარგოთ არსებულ რეალობას, ამგვარად ვუპასუხოთ დღევანდელ გამოწვევებს და რაც მთავარია, დავრჩეთ სახლში.

💻📘 GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია-თვის მრავალფეროვანი პროგრამის შესაქმნელად პრიორიტეტულია, პროცესში რაც შეიძლება მეტი წევრისა და პარტნიორის ჩართვა.

💻📒 წლევანდელი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან ქართველი გამომცემლები, მწერლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ასევე გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია International Publishers Association, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia, სახელოსნო-სტუდია Illustrator - ილუსტრატორი, გადაცემა წიგნების თარო, ტელესკოლა-ის პედაგოგები და სხვა. ვიქტორინის სპონსორია Booksale.ge • წიგნების ონლაინ მაღაზია

💻📔 გთავაზობთ 23 აპრილთან დაკვშირებული ღონისძიებების სრულ პროგრამას, რომელიც უწყვეტ რეჟიმში გაიმართება ჩვენს ფეისბუკ გვერდზე წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე/World Book Day in Georgia

⏰ 11:00 – 11:25 გვანცა ჯობავა Gvantsa Jobava - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ოფიციალური გახსნა - „წიგნის დღის აღნიშვნის 17 წლიანი ტრადიცია საქართველოში და პირველი ონლაინ ექსპერიმენტი“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
⏰ 11:30 – 11:55 „საავტორო უფლებებისა და სახელმძღვანელოების გამომცემელთა მნიშვნელობა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში“, ხოსე ბორგინო, ჯესიკა ზანგერი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (ღონისძიების ენა: ინგლისური)
⏰12:00 – 12:30 „ტელე სკოლის“ პედაგოგის ლელა კოტორაშვილის ლექცია „როგორ გვეხმარება მულტიმედიური სამყარო წაკითხულის გააზრებაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
⏰ 12:30 – 12:55 გიორგი კეკელიძე გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze დაასახელებს ლინდგრენის პრემიის კანდიდატებს და თემას პროექტ „წიგნიერის“ მონაწილეებისთვის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
⏰ 13:00 – 13:25 სტუდია „ილუსტრატორის“ ბიბლიოთეკიდან წიგნს „ამბავი პატარა კაკტუსზე” პატარებისთვის წაიკითხავს ეკა ტაბლიაშვილი და გვაჩვენებს საინტერესო სამხატვრო ხერხებს. სტუდია „ილუსტრატორი“
⏰ 13:30 – 13:55 პროექტ „მწერლობანას“ წარდგენა. „მწერლობანა უმცროსთათვის“, წარმდგენი: ლელა ცუცქირიძე; „მწერლობანა უფროსთათვის“, წარმდგენი: გია მურღულია. გამომცემლობა „სეზანი“ CEZANNE/ სეზანი
⏰ 14:00 – 14:25 ახალი სერიის „ქებათა ქება სპორტს“ წარდგენა, წარმდგენი: მანანა კარტოზია Manana Kartozia , გამომცემლობა „სეზანი“ CEZANNE/ სეზანი
⏰ 14:30 – 14:55 ნინო კასრაძე ნინო კასრაძე • Nino kasradze პროექტ „მსახიობები ლიტარატურისთვის“ ფარგლებში პატარებისთვის წაიკითხავს რამდენიმე საბავშვო წიგნს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
⏰ 15:00 – 15:25 შორენა ხუხუა Shorena Khukhua, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017“-ის და პრემია „ლიტერას“ გამარჯვებული, ისაუბრებს თავის წიგნსა და საკუთარ გამოცდილებაზე წერის შესახებ, ასევე ლიტერატურასა და კითხვის კულტურაზე, გამომცემლობა “პალიტრა L” Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L
⏰15:30 – 15:55 პირველი წიგნი კარანტინზე. რომანის „ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი“ წარდგენა, წარმდგენი: ჯაბა ზარქუა, გამომცემლობა „ინტელექტი“ გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing
⏰ 16:00 – 16:25 სამი ახალი საბავშვო წიგნის წარდგენა, წარმდგენი: ლია შალვაშვილი, გამომცემლობა „შემეცნება“ Publishing House Shemetsneba
⏰ 16:30 – 16:55 დათო გორგილაძის ლექცია „სიყვარული კორონავირუსის დროს“, გამომცემლობა „ინტელექტი“ Dato Gorgiladze გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing
⏰17:00 – 17:25 ზვიად კვარაცხელია ისაუბრებს გამომცემლობა „არტანუჯის“ სიახლეებზე ზვიად კვარაცხელია/Zviad Kvaratskhelia გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing
⏰ 17:30 – 17:55 „ტელე სკოლის“ პედაგოგის ნათია ფურცელაძის ნათია ფურცელაძე ლექცია - „გაჭიანურებული არდადეგების საკითხავი - რატომ და როგორ შეიძლება იკითხონ მოზარდებმა“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
⏰ 18:00 – 18:25 გელა ჩარკვიანი ახალი წიგნის შესახებ „English - როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“, გამომცემლობა „არტანუჯი“ გელა ჩარკვიანი • Gela Charkviani გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing
⏰ 18:30 – 18:55 „სხვა გურული დღიურების“ წარდგენა, წარმდგენი: გიორგი კეკელიძე, გამომცემლობა “პალიტრა -L“ გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L
⏰ 19:00 – 19:25 ნორვეგიელი მწერალი მართა ბრეენი Marta Breen ისაუბრებს საკუთარ წიგნზე „მებრძოლი ქალები“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია (ღონისძიების ენა: ინგლისური)
⏰ 19:30 – 20:10 წიგნების თარო - ონლაინ თამაში წიგნების თარო

#დარჩისახლში და #შემოგვიერთდი!

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების Facebook Event