ხშირად დასმული კითხვები შეზღუდვებზე

დიახ, მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე.

დიახ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ასევე, ფიტნესკლუბების და აუზების საქმიანობის შეზღუდვა.

დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების საზღვრებში.

დიახ, 9 ნოემბრიდან გაცემული ნებართვები კვლავ ძალაშია.

აკრძალული არ არის. რეკომენდებულია 70 წელს გადაცილებულმა პირებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

შაბათ-კვირის გარდა,  რესტორნებისა და კვების ობიექტების, როგორც  გარე ისე შიდა  სივრცეების ფუნქციონირება ბათუმში განახლდა 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში ამოქმედდება 8 მარტიდან.

ძალაში რჩება შეზღუდვა 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.)

არასასურსათო, საცალო ვაჭრობა, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები ფუნქციონირებენ შაბათ-კვირის გარდა, 8 მარტიდან განაახაალებენ შაბათ-კვირის ჩათვლით, ხოლო დაბა ბაკურიანში,სოფელ გუდაურში, კურორტ გოდერძიზე და დაბა მესტიაში ფუნქციონირებას ახორციელებენ დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.

სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.  საქმიანობის განახლებისთვის, აუცილებელია  შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა და თანამშრომელთა 50%-იანი სავალდებულო ტესტირება.

ე.წ. „დელივერი სერვისი“ დასაშვებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.  

საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში.

15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა.

საქართველოს 12 დიდი ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ზესტაფონი, გარდაბანი, ფოთი, მარნეული, ბათუმი, ქობულეთი, და გორი) სკოლებში მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ დისტანციური სწავლება. ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ რისკ-ჯგუფში მყოფი მასწავლებლებიც.

სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემურ ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ.

1 მარტიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და შიდა გამოცდები მიმდინარეობს არადისტანციურ ფორმატში, ხოლო 15 მარტიდან სწავლების თეორიული კომპონენტიც აუდიტორიებში განახლდება.

საგანმანათლებლო დაწესებულებები დასწრებით სწავლას წარმართავენ ჯანმრთელობის სფეროს პროტოკოლის შესაბამისად.

ყველა სახის კონფერენციების, ტრენინგების ჩატარება დასაშვებია 1 მარტიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ლი აპრილიდან.

1-ლი აპრილიდან საერთაშორისო ან/და ეროვნული სპორტული ფედერაციის ეგიდით სპორტული ღონისძიებების გამართვა შესაძლებელი იქნება უკვე მაყურებელთა დასწრებით.

მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა საქმიანობა განაახლეს 1-ლი მარტიდან.

სპორტული დარბაზები და სახელოვნებო წრეები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.

 

სკოლებთან არსებული წრეების ფუნქციონირება კი განახლდება 15 მარტიდან.

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები ფუნქციონირებენ 1 მარტიდან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, საქმიანობის განახლებისთვის, აუცილებელია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა და თანამშრომელთა  სავალდებულო ტესტირება.

შეჩერებულია სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროების ფუნქციონირება. სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან.

დასაშვებია მხოლოდ  სასტუმროში მცხოვრები სტუმრებისთვის. 

თეორიული მეცადინეობები დასაშვებია დისტანციურად, პრაქტიკული კომპონენტი  ნებადართულია ფიზიკურად.

დიახ, აკრძალულია.

2020 წლის მარტიდან ე.წ. მარშუტკებით და ავტობუსებით მგზავრთა რეგულარული გადაყვანა აკრძალულია.

ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია აბანოების ფუნქციონირება, ასევე საცურაო აუზების საქმიანობა.

რეგისტრაცია შეგიძლიათ განახორციელოთ

 labour.moh.gov.ge-ზე

საქართველოს მთავრობის N975 განკარგულება  „კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19)  სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებს და სასტუმროებს, დღეის მდგომარეობით, სავალდებულო ტესტირება არ მოეთხოვებათ.