ფინანსთა სამინისტრო

შემოსავლების სამსახური  

🔶 საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულებისა და სერვისებით სარგებლობისთვის, მაქსიმალურად გამოიყენოთ ელექტრონული და დისტანციური მომსახურებები:

ელექტრონული სერვისების გვერდის მისამართი: www.eservices.rs.ge

ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@rs.ge

შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მისამართი - www.rs.ge

სატელეფონო ცენტრის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 2 299 299

  შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების გვერდიდან (https://eservices.rs.ge/Login.aspx) საგადასახადო დეკლარაციების წარდგენასთან, ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების გამოწერასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ელექტრონული მომსახურებებით:

🔶 ელექტრონული გადახდები, მათ შორის დეკლარაციებით დარიცხული თანხების გადახდა

🔶 „ზოგადი ინფორმაციის“ ჩანართიდან შესაძლებლობა გაქვთ მოიძიოთ ინფორმაცია:

           ·         ფიზიკური პირის მიერ მიღებული პირადი შემოსავლების შესახებ;

           ·         თქვენ მიერ წარდგენილი სალარო აპარატის ბრუნვების შესახებ;

           ·         სტაციონალური ობიექტების შესახებ;

           ·         განხორციელებული საბაჟო ოპერაციების შესახებ და ა.შ.

🔶 შეგიძლიათ ელექტრონულად აწარმოოთ კომუნიკაცია წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან, ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ვეტერინარულ/ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელზე ნებართვების მიღების მიზნით;

🔶 დაარეგისტრიროთ საჩივარი;

🔶 „განცხადებების“ მოდულიდან შეგიძლიათ წარადგინოთ 300-ზე მეტი ელექტრონული განცხადება როგორც საგადასახადო, ასევე, საბაჟო მიმართულებით, მათ შორის:

           ·         ინფორმაცია საანგარიშო წლის მიხედვით ფიზიკური პირების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ;

           ·         მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება;

           ·         მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება;

           ·         საქმიანობის შეჩერების შესახებ;

           ·         განხორციელებულ სასაქონლო ოპერაციებზე ცნობის გაცემის შესახებ;

           ·         დავალიანების დაფარვის შემთხვევაში საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების შესახებ;

          ·         საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებების მოხსნის შესახებ;

          ·         ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების შესახებ;

          ·         დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;

          ·         (დაქირავებულის მომართვის შემთხვევაში) ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ;

          ·         შეტყობინება წინა სამუშაო ადგილიდან შეღავათის გამოყენების შესახებ (დამქირავებლის მომართვის შემთხვევაში);

          ·         საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე;

          ·         საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე;

          ·         ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ;

          ·         ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნება;

          ·         მოსარგებლედ რეგისტრაცია ან ვადის გაგრძელება-ნავთობპროდუქტების რეალიზატორებისათვის.

🔶 განცხადებების სრული ჩამონათვალი და მოკლე აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.rs.ge/4507

🔶 იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ ისეთი განცხადების წარდგენა, რომლის ელექტრონული ფორმაც არ არის მოცემული „განცხადებების“ მოდულში, წერილის წარსადგენად შემოსავლების სამსახურის კანცელარიებში  ვიზიტის ნაცვლად, შეგიძლიათ ისარგებლოთ „კომუნიკატორის“ მოდულით. ამასთან, „კომუნიკატორის“ სერვისი საშუალებას გაძლევთ ელექტრონული წერილი სხვა სახელმწიფო უწყებებშიც გააგზავნოთ.

🔶 დამატებით, ასევე შეგიძლიათ:

         ·         შეავსოთ საინფორმაციო ბარათი;

         ·         მართოთ მომხმარებელი და ქვემომხმარებელი, მათ შორის სხვადასხვა მოდულზე დაშვებები;

         ·         მართოთ ნდობით აღჭურვილი პირები.

🔶 გაითვალისწინეთ, რომ შემოსავლების სამსახურთან ელექტრონული სერვისებით სარგებლობისათვის, ფიზიკურ პირებს საშუალება აქვთ ავტორიზაცია ან/და პაროლის აღდგენა განახორციელოს სახლიდან გაუსვლელად ვიდეო თვალის მეშვეობით. აღნიშნული პროცესის შეუფერხებელი წარმართვისათვის მომსახურების დეპარტამენტში დამატებით გამოყოფილია 7 ოპერატორი, რომელებიც უზრუნველყოფენ სისტემის მეშვეობით შემოსული ვიდეო ზარის მიღებას და შესაბამისი მომსახურების გაწევას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია დისტანციური სერვისებით სარგებლობა.

 შემოსავლების სამსახურის  COVID 19-ის დისტანციური სერვისების გვერდიდან (rs.ge) საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ელექტრონული განცხადებებით:

საქონლის გაფორმება - გაფორმების ეკონომიკური ზონა

🔶  აღრიცხვის მოწმობა

🔶  წინასწარი დეკლარირება - იმპორტი  

🔶  დეკლარირება ექსპორტი  

🔶 დეკლარირება - გადამუშავებიდან ექსპორტი  

🔶 დეკლარირება - გარე გადამუშავება

🔶 დეკლარირება - დროებითი შემოტანა

🔶  დეკლარირება - დროებითი შენახვა (გან)

🔶  დეკლარირება - მიზნობრივი იმპორტი

🔶  დეკლარირება - რეექსპორტი

🔶  დეკლარირება - ტრანზიტი

🔶  დეკლარირება - შიდა გადამუშავება

🔶  არაწინასწარი ელექტრონული დეკლარირება -

🔶  რეგისტრირებული დეკლარაციის შეფასება

🔶 საქონლის გასხვისება

 

საქონლის გაფორმება - თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

🔶  დეკლარირება - ექსპორტი (თიზ-ის საქონლის უცხო ქვეყანაში გატანა)

🔶  დეკლარირება - ექსპორტი (საქართველოს საქონლის თიზ-ში შეტანა)

განცხადებების სრული ჩამონათვალი და მოკლე აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.rs.ge/4507 იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ ისეთი განცხადების წარდგენა, რომლის ელექტრონული ფორმაც არ არის მოცემული „განცხადებების“ მოდულში, წერილის წარსადგენად შემოსავლების სამსახურის კანცელარიებში ვიზიტის ნაცვლად, შეგიძლიათ ისარგებლოთ „კომუნიკატორის“ მოდულით. ამასთან, „კომუნიკატორის“ სერვისი საშუალებას გაძლევთ ელექტრონული წერილი სხვა სახელმწიფო უწყებებშიც გააგზავნოთ.