საგარეო საქმეთა სამინისტრო

🔶  მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამოცხადებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში ცხელი ხაზის ნომრები გაიხსნა: https://mfa.gov.ge/News/saqartvelos-diplomatiuri-misiebis-ckheli-khazis-no.aspx?CatID=5

 

🔶 საელჩოებისსოციალური მედიის არხების მისამართები მოცემულია აღნიშნულ ბმულზე: https://mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Social-Media.aspx

► საკონსულოს დისტანციური სერვისები:

საკონსულო მომსახურებები, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შექმნილი ვებგვერდის - geoconsul.gov.ge - მეშვეობით, სადაც თქვენ შეგიძლიათ:

🔶  გაეცნოთ ინფორმაციას როგორც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების, ისე საკონსულო დეპარტამენტის მომსახურებების, ტარიფებისა და შეღავათების შესახებ;

🔶 დაარეგისტრიროთ ელექტრონული განაცხადი და მიიღოთ რიგი საკონსულო მომსახურებები სახლიდან გაუსვლელად;

🔶 მიიღოთ ინფორმაცია საქართველოსა და უცხო ქვეყნების სავიზო პროცედურების შესახებ;

🔶 ისარგებლოთ განცხადებების ელექტრონული რეესტრით, იხილოთ რეგისტრირებული განცხადება და მისი განხილვის ეტაპი;

🔶 დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის მიზნით;

🔶  საზღვარგარეთ გამგზავრებამდე გაეცნოთ სასარგებლო ინფორმაციას ცალკეული ქვეყნის შესახებ;

🔶  მოიძიოთ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.

➡ გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს.