✅ 2022 წლის 20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნილია და მისი გამოყენება სავალდებულოა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში.

✅ 2022 წლის 15 ივნისიდან ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით იქნება ეს საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო გზით, გათავისუფლებულია კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის ან PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან.

 

პრაქტიკულად, ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, გარდა სამედიცინო დაწესებულებებში პირბადის ტარებისა, გაუქმებულია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების შესაბამისად მიიღებს.