საზღვრის კვეთის რეგულაციები
საქართველოს მოქალაქეთა შემოსვლის წესი
✅ საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით (✈საჰაერო, 🚗სახმელეთო და ⛵ საზღვაო გზით), საქართველოში შემოდის უპირობოდ და მას არ ესაჭიროება არც კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის და არც PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოსვლის წესი
✅ ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით (✈საჰაერო, 🚗სახმელეთო და ⛵ საზღვაო გზით), 2022 წლის 15 ივნისიდან გათავისუფლებულია კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის და PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან.
პანდემიის პერიოდში საქართველოში შემოსვლისა და იზოლაციის/კარანტინის გავლის წესებსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობის შემდეგი სამართლებრივი აქტი:
- საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“;
ზემოთ განთავსებული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს აღნიშნული სამართლებრივი აქტი.