ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების რეჟიმი 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდა
ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაწესებული
წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში
► 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება
• როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით
• ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა
• გამონაკლისი იქნება 31 დეკემბრის და 6 იანვრის ღამე
► შეზღუდილია მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა
• მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით
• მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა
► რესტორნებისა და კვების ობიექტებისთვის მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობაა
დასაშვები:
• პროდუქტის გატანა, ე.წ. takeaway
• სახლში მიტანის სერვისი, ე.წ „დელივერი“
• ავტომანქანით გატანა, ე.წ. „დრაივი“
► შეზღუდულია ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა
►ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით
► შეზღუდულია სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა
დიდ ქალაქებში და სათხილამურო კურორტებზე დაწესებულია დამატებითი შეზღუდვები
► თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში
და ასევე, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში :
• იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა
• სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველთა საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა, ასევე, პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში
• ღია და დახურული ბაზრობები მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები
• სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე
• კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას
სათხილამურო კურორტებზე ასევე:
• სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად
• ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება
შეზღუდვები არ ეხება:
► ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
• სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
• საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
• სურსათის, ცხოველთა საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების, ასევე, პრესის ჯიხურების მუშაობას;
• ე.წ. „დელივერისა“ და გატანის სერვისებს;
• სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
• ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
• საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
• აგრარული ბაზრობის მუშაობას
• და სხვ.
► არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.